დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა 04.12.2020 10:56

 

 

აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.


„COVID-19 პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა. აღნიშნული ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება“, - იტყობინება საელჩო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ