დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

2020-2021 წლის ზამთრის სეზონის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი 04.12.2020 11:55

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.

 

„რაც შეეხება კლიმატურ მონაცემებს, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +6, +7; მთაში +1, +2; მაღალ მთაში -1, 0; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +2; მთაში -2, -1 მაღალ მთაში -5, -4 გრადუსს  შეადგენს.


ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 450-750 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-130 მმ, მთასა და მაღალ მთაში 70-150 მმ-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.


აღსანიშნავია, რომ სეზონის კონკრეტულ დღეებში  მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით განისაზღვრება.“- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ