დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"ფასილიტატორების ჩართულობოთ მოლაპარაკებები დაიწყო, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს" - მამუკა ხაზარაძე 04.12.2020 12:40

 

"ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ  დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ელჩებთან გაიმართება. მისი თქმით, მე-3-ე რაუნდისთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის არ შეცვლილა ხედვა და ისინი ქვეყნის, სახელმწიფოებრივობისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ბრძოლას განაგრძობენ. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ოპოზიციირ პარტიებს შორის გაიმართა შეხვედრა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პრინციპულად არაფერი შეცვლილა და მათი ხედვა ისევ უცვლელია.

 

"ელჩებთან შეხვედრაზე გაჟღერებული თემები აუცილებლად უნდა მივიდედ მოსახლეობამდე. რადგან ეს მოლაპარაკება არ ემსახურება რომელიმე პარტიის ინტერესს, ეს მოლაპარაკებები დაიწყო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც ჩვენი წინსვლის ფუნდამენტია. შესაბამისად ვთვლი, რომ დადგა დრო ეს ყველაფერი ვუთხრათ ჩვენს ამომრჩეველს და ისინი იყვნენ ინფორმირებულები,"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 

მისივე თქმით, უკვე ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არიან განსხვავებული იდეოლოგიის და ხედვის პარტიები და ყველა ერთი "კლასტერი" არ არის, თუმცა ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენ ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვები გვაქვს. "ლელოსაც" ამ პროცესში აქვს დამოუკიდებელი პოზიცია სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც  არ ეხება ვადამდელ არჩევნებს ან ძირითად წითელ ხაზებს".

 

მამუკა ხაზარაძის თქმით, არჩევნების გაყალბებამ და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ბრძოლამ, ოპოზიციური პარტიები, ერთ პლათფორმაზე დააყენა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ