დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ამირან გამყრელიძე კოლეგებს თხოვნით მიმართავს 04.12.2020 12:57

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ჰოსპიტალიზებული ადამიანი, მიუხედავად დიაგნოზისა, კორონავირუსზე უნდა გაიტესტოს.

 

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 223 დაწესებულებაა, მათგან თბილისში 42, რომელიც ამბულატორიულ ტესტირებას ატარებს და ამას ემატება ყველა სტაციონალიზირებული დაწესებულება.

 

ამასთან, გამყრელიძე კოლეგებს სთხოვს, ორი თვის განმავლობაში, ცვლებში, შაბათ-კვირასაც იმუშაომ, რათა მეტი მოქალაქის ტესტირება გახდეს შესაძლებელი.

 

„ადრე იყო, რომ ჰოსპიტალში სიცხით ვინც შედიოდა, მას უნდა ჩატარებოდა გამოკვლევა კორონავირუსზე, ახლა ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანი, რა დიაგნოზითაც არ უნდა იყოს, გამოკვლეული იქნება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით. ასეთი ჰოსპიტალიზაცია, წლის განმავლობაში, 450 ათასია და დღეში დაახლოებით 1000-დან -1500 მდე ჰოსპიტალიზაცია, ანუ ყველა ადამიანი უნდა იქნას გამოკვლეული ამ ტესტებით.

 

ამ ორ თვეში მაქსიმალურად გვინდა, რა შესაძლებლობაც ექნება ქვეყანას, გააფართოოს ტესტირება, რათა, ადრეულ ეტაპზე იქნას ინფიცირებული ადამიანი იდენტიფიცირებული და მას მიეცეს იზოლირების შესახებ რჩევა. ამ ორი თვის განმავლობაში, ქვეყანაში იმოქმედებს შემზღუდავი ღონისძიებები, ამასთან, მაქსიმალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ტესტირების, ადამიანები რიგში ნაკლებად უნდა იდგნენ. უფრო ადვილად ჩაიტარონ ტესტირება, თუ დადებითი არიან, ადვილად გამოვავლინოთ ეს შემთხვევები და მოხდეს მათი სწრაფი იზოლირება, რათა შევძლოთ, შევამციროთ ამ ადამიანების, როგორც წყაროს მიერ ინფექციის გავრცლება, ისე შემდგომში გავწყვიტოთ ქვეყანაში ეპიდემიის ჯაჭვი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ