„გირჩის“ წევრების პარლამენტში შესვლა არ გაუკვირდება პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელს თაკო ჩარკვიანს. როგორც მან „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, „გირჩის“ ქმედებებში მოულოდნელი ჩემთვის არაფერი იყო“.
„დიდი ხნის წინათაც ვგრძნობდი და თვალში საცემიც იყო, რომ მათ პარლამენტში შესვლა სურდათ. თუ ამას იზამენ არ გამიკვირდება“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
რაც შეეხება იმას, თუ აისახება „გირჩში“ რღვევა საერთო ოპოზიციურ რღვევაზე, ჩარკვიანი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია რაიმე დისონანსის შესახებ. „ერთიანობაზე როგორ იმოქმედებს არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციური სპექტრი ამ დროისათვის მონოლითურად დგას ვიცი“, - განაცხადა მან.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge