დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სოსო ფხაკაძე: სახელმწიფომ უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიოს ბიზნესსა და მოსახლეობას 04.12.2020 13:09

ბიზნესის წუხილი ძალიან კარგად მესმის. უფრო მეტიც, ეს არის ჩვენი საერთო წუხილი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის მიერ ბიზნესისთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიზნესს ახლა ძალიან უჭირს, ეს ეხება როგორც საშუალო და მცირე, ასევე მსხვილ ბიზნესს. რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა გამონახოს რესურსები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს ყველა ტიპის ბიზნესს.

 

„ყველას ერთნაირად გვიჭირს მეტნაკლებად, ამას ვამბობ აბსოლუტურად გულახდილად. რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა გამონახოს რესურსები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს ყველა ტიპის ბიზნესს. ერთ-ერთი, ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა ვიცით, რომ ეს არის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და სწორია ის ნაბიჯები, რომელიც ამ კითხით იდგემება. თუ სახელმწიფოს უფრო მეტის საშუალება ექნება, ძალიან მივესალმები და გაგვეხარდება კიდევ უფრო მეტ დახმარებას თუ გაუწევს ამ სექტორს, სადაც კიდევ ვამბობ, ამ გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. რესურსები ალბათ გარკვეულწილად შეზღუდულია, თუმცა მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად ღიად მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფომ ყველანაირი რესურსი უნდა გამონახოს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს, როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს. გასაგებია, რომ პანდემია არც ერთ ჩვენთაგანს არ გამოგვიწვევია, არც მოსახლეობას, არც ხელისუფლებას და არც ბიზნესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ხელში არის ბერკეტები და კარგია, მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა და მაქსიმალურად კიდევ უნდა მოიძიონ რესურსები, რომ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ