დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ" კანონი 7-მა მაუწყებელმა დაარღვია 04.12.2020 13:15

 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა.

 

"მაუწყებლები ვალდებულნი არიან მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა", „სტუდია მაესტრომ", „პოსტივიმ", „ტელერადიო კომპანია ატვ-12-მა", „ტელეკომპანია თანამგზავრმა", „ტელერადიო კომპანია ტვ 24-მა" და „სილქ მედიამ".

 

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი", „სტუდია მაესტრო, „პოსტივი", „ტელერადიო კომპანია ატვ-12", „ტელეკომპანია თანამგზავრი" და „ტელერადიო კომპანია ტვ 24" წერილობით გააფრთხილა, ვინაიდან აღნიშნული არხების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ხოლო „სილქ მედია" სამართალდამრღვევად ცნო და სანქციისგან გაათავისუფლა."- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ