დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ირმა ნადირაშვილი - თამარ ჟვანიამ ივანიშვილის სასარგებლოდ მოიპარა ზუსტად იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებოდა „ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად 04.12.2020 13:46

“მე ვიცი ზუსტად ერთი რამ, რომ თამარ ჟვანიამ ივანიშვილის სასარგებლოდ მოიპარა ზუსტად იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებოდა ოცნებას მთავრობის შესაქმნელად. ასე რომ არ გაეკეთებინა და ასე არ მოქცეულიყო, ამ შემთხვევაში ევროპული საქართველო სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად მოახერხებდა კოალიციური მთავრობის ფორმირებას, განაცხადაევროპული საქართველოსწევრმა Irma ნადირაშვილმა.

 

თამარ ჟვანიას შეუძლია, რაღაც ციფრები დააბრეხვოს და პასუხისმგებლობა არ აიღოს. ჩვენ ვიცით ერთი უბნის მონაცემები, როცა ევროპული საქართველოს 38 ხმა ნაგავში იყო გადაგდებული. რამდენი ასეთი 38, 10, 40 ან 60 ხმა სადღაც გადააგდო თამარ ჟვანიამ და მერე ოქმები დაჯღაბნა, ამის თაობაზე მე ვერ გეტყვით. როგორ შემიძლია გითხრათ რამდენი ბათილი ბიულეტინია უშუალოდ, სადაც ევროპული საქართვლოს ხმები დაიკარგა, ან რამდენ უბანზე ჩაყარეს ნაგვისყუთში ევროპული საქართველოს ამომრჩევლის ხმები. ეს ჩვენ არ ვიცით. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიას აქვს მოლოდინი, სურვილი რომ თავისი საბაზისო ხმები გაზარდოს. მე არ ვაპირებ ფარისევლობას თქვენს წინაშე და იმაზე საუბარს, რომ არიქა, ჩვენ გადავაჭარბეთ 10 პროცენტს და ეს მოგვპარეს” - განაცხადა  მან.

 

მისი თქმით, ოპოზიციამ გუშინდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაჯერა პოზიციები და მთლიანი ოპოზიცის მთავარი მოთხოვნა მესამე რაუნდზე იქნება ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ.

 

თუ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რამხელა კრიზისია, თუ ვერ აცნობიერებს რამდენად მძიმე იქნება ერთპარტიული პარლამენტის შენარჩუნება ამ კრიზისის დროს და არ აპირებენ ნაბიჯების გადმოდგმას დათმობისაკენ, ამ შემთხვევაში დარჩება ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის. ამ ეტაპზე ოპოზიცია თავის მოთხოვნებში არის ერთიანი“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ