დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ვატო სურგულაძე: ინფიცირებულების ბევრი გარდაცვალება იმიტომ გვაქვს, რომ დროული დიაგნოსტიკა არ არსებობს 04.12.2020 13:56

ჯანდაცვაში სისტემა და პრიორიტეტების გამიჯვნა არ არსებობს, -ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს.


მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი გართულება და გარდაცვალება იმიტომ გვაქვს, რომ დროული დიაგნოსტიკა არ არსებობს, არ ხდება დროული გადაყვანა კლინიკაში და ადეკვატური მკურნალობის გაწევა. 


"ექიმები და ექთნები არ ვიცი როგორ უძლებენ ამდენ დატვირთვას. საინფორმაციო ლოჯისტიკური პრობლემა არსებობს. პაციენტი ან ვერ ღებულობს ინფორმაციას ან დაგვიანებულად ღებულობს. არ უნდა რეკავდეს 112-ზე, რომელზეც დარეკვა შეუძლებელია. უნდა იყოს ერთი საინფორმაციო ლოჯისტიკური ცენტრი. ლელოს აქვს გაწერილი ყველა დეტალი, მაგრამ სამწუხაროდ არავინ გვისმენს,"- განაცხადა ექსპერტმა.

 

მისი თქმით, მთლიანი სისტემის მართვას დიდი გამოცდილება, ცოდნა და პასუხისმგებლობა სჭირდება.  

 

"პატარა ქვეყანა ვართ და რეალურად ამის ისე მართვა შეიძლება, რომ სამაგალითოები გავხდეთ. ამისთვის გვჭირდება პოლიტიკური ნება და ადამიანები, რომლებიც ამას შეძლებენ. შესაძლებელია საკმაოდ მოკლე პერიოდში აჟიოტაჟი და პანიკა შეწყდეს და ყველამ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ექიმებმა თავის საქმე გააკეთონ და პოლიტიკოსებმა თავისი.  ჩვენ კი ვაწყდებით ისეთ სიტუაციას, რომ იმუნოლოგები საუბრობენ პოლიტიკაზე, ეპიდემიოლოგები - ეკონომიკაზე და პოლიტიკოსები - რემდისივერის ჩამოტანა არ ჩამოტანაზე,"- განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ