ჩინეთისა და ამერიკის ჯანმრთელი და სტაბილური ურთიერთობების გარეშე, ”პოსტეპიდემიური სამყარო” არ იქნება სტაბილური და არც გლობალური მმართველობა იქნება ეფექტური. იმისათვის, რომ ჩინეთ-აშშ ურთიერთობები კიდევ უფრო დაახლოვდეს და განმტკიცდეს დრომოჭმული მიდგომები უნდა შეიცვალოს'' ამის შესახებ,ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ცუი ტიანკაიმ ჩინეთ-ამერიკის კვლევითი ცენტრის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას კუი თიანკაიმ თქვა, რომ სამყარო განიცდის სწრაფ და რთულ ცვლილებებს და ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა ჩამოაყალიბონ საერთო ხედვა მომავლის შესახებ და გააკეთონ სწორი არჩევანი.
"ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხალხებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ჩინეთისთვის არჩევანი აშკარაა. თანამშრომლობა ორივე სარგებელს მოუტანს და ბრძოლა ზიანს მიაყენებს ორივეს, ამიტომ თანამშრომლობა ორი ქვეყნის ერთადერთი სწორი არჩევანია", - თქვა ელჩმა.
მისი თქმით, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ყოველთვის იყო განსხვავებები, თუმცა, ვერანაერი განსხვავება ამართლებს დაპირისპირებას და ომს, იქნება ეს ცივი თუ ცხელი. ”მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ, შეგვიძლია დავძლიოთ განსხვავებები და ურთიერთობები შევინარჩუნოთ”, - თქვა დიპლომატმა.
ავტორ(ებ)ი : RUSSIAN.NEWS.CN