დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ირაკლი ალადაშვილი, აშშ-ს 2021 წლის თავდაცვით ბიუჯეტში, საქართველოს მოხსენიების ფაქტს მიესალმება 04.12.2020 14:27

 

უკვე კარგ ტრადიციად იქცა ის ფაქტი, რომ აშშ,  ყოველ ფისკალურ წელს, თავდაცვის ბიუჯეტის შედგენისას, დონორი ქვეყნების და მათ შორის, საქართველოს დახმარებასაც ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, ახალ თავდაცვის ბიუჯეტში,  აშშ ძირითადად, ყურადღებას ამახვილეს შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე და  რესურსების სწორად გადანაწილებაზე.

 

„ძალიან კარგი ფაქტია, რომ აშშ-ს ხელისუფლება, როგორც ახალი, ასევე, ძველიც, დიდ ყურადღებას აქცევს შავი ზღვის რეგიონში მყოფი ქვეყნების დახმარებას, რომლებიც, ან უკვე არიან ნატო-ს წევრები, ან, მასში  გაწევრიანებისაკენ ისწრაფიან.


შავი ზღვის რეგიონში შემავალი  6 ქვეყანიდან, როგორიცაა: ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო, როგორც იცით, 3, - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი უკვე ნატო-ს წევრია, 2- უკრაინა და საქრათველო ისწრაფის ნატოსკენ. ხოლო,  რუსეთი აღიქმება როგორც ნატოს მოწინააღმდეგე.


რუსეთი, შავი ზღვის ქვეყნებში დომინანტია თავისი სამხედრო სიძლიერით. აქედან გამომდინარე, რუსეთისგან განსხვავებით, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, ძალიან კარგია ამ ტიპის დახმარების მიღება და მათი გაძლიერება“, - აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ