დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ოპოზიციაში არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში"- მამუკა მდინარაძე 04.12.2020 14:37

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, რომ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გავიდეს, თუმცა ფაქტია, რომ რბილად რომ ვთქვათ, ოოზიციაში შიდა დუღილია. ეს კომენტარი მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ ლიდერების განცხადებებზე  გააკეთა.


„თქვენც არ იცით ჯერჯერობით ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა -არ შესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის.


საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველა ერთად მიიღებს სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ