დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

აჭარიდან7000 ტონა მანდარინია ექსპორტირებული 04.12.2020 15:03

 აჭარიდან უკვე ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი. როგორც ,, ჯორჯიან თაიმსს'' აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს დღეს ბათუმის პორტიდან გემი '"კაუნასით" 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა.

 

 წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

 

"აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, როგორც ექსპორტი, ასევე რეალიზაცია. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორანის მეშვეობით, კვირაში 2-ჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე, უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000 -ზე მეტი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ