დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თუ არ დაკმაყოფლდება მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაზე, „ნაცმოძრაობა" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის 04.12.2020 15:11

 

ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერის  ზაალ უდუმაშვილის  განცხადებით, პარტიის მიერ გამართულ პოლიტსაბჭოზეყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობაუარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

 

დღეს შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობისპოლიტსაბჭო, რომელმაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, „ნაციონალური მოძრაობაუარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაამტკიცა პარტიის პოლიტსაბჭომ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ფასილიტატორ ელჩებთან კონკრეტული წინადადებით მივა.

 

რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, ჩვენ მივალთ კონკრეტული წინადადებებით. აქედან მთავარი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში, თუმცა რაღაც კომპონენტები დაემატა ჩვენს წინადადებებს, წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ვიდრე არ დასრულდება შეხვედრა და ეს იქნება ჩვენი წინადადება, რომელიც უნდა გადაეცეს ხელისუფლებას. შემდეგ დაველოდებთ ხელისუფლების პასუხს. დღეს არის უმძიმესი სიტუაცია და რაც დღეები გადის, უფრო მძიმდება სიტუაცია ყველა მიმართულებით. თუქართული ოცნებაგონს მოეგება, არსებობს რეალური შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და ყველამ ერთად დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ