დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატის მფლობელია 04.12.2020 15:17

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატის მფლობელია.

 

ინფორმაციას ავიაკომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

 

„აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

 

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI), აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს ყველა მგზავრისთვის, რაც შესაბამისობაშია რეკომენდირებულ ჯანდაცვის ზომებთან, რომლებიც დადგენილია ACI–ს საავიაციო ბიზნესის აღდგენისა და განახლების სახელმძღვანელო პრინციპებში და ICAO– ს რეკომენდაციებში, დარგში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ