დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

NASA მთვარის ნიადაგის 1 დოლარად გაყიდის 04.12.2020 15:34

აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) კერძო კოსმოსურ კომპანიებთან მთვარის ნიადაგით მომარაგების პირველ კონტრაქტებს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ NASA-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამა "არტემიდას" ფარგლებში 2024 წლამდე NASA მთვარეზე ადამიანების ჩაყვანას გეგმავს. ამ პროგრამის ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე კვლევები ჩატარდება.

 

NASA–მ გამოაცხადა, რომ მზადაა, გააფორმოს ხელშეკრულებები კომპანიებთან, რომლებიც მთვარიდან 50 დან 500 გრამამდე წონის ნიადაგს მოიპოვებენ და ეროვნულ ადმინისტრაციას გადასცემენ. შედეგად, NASA-მ ხელშეკრულებები ოთხ კომპანიასთან გააფორმა.

 

ამერიკული ფირმა Lunar Outpost გრუნტს 1 დოლარად ჩამოიტანს, ხოლო კომპანიის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსზე 2023 წელს დაეშვება. კიდევ ერთი ამერიკული ფირმა, Masten Space Systems, თავის აპარატს ამავე პერიოდში დაუშვებს, თუმცა გრუნტის მოპოვებისთვის 15,000 დოლარს მიიღებს.

 

კიდევ ორ კონტრაქტს ხელი იაპონურმა კომპანიამ ispace მოაწერა. თითო ხელშეკრულების თანხამ 5000 აშშ დოლარი შეადგინა. მისი იაპონური ფილიალის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსზე 2023 წელს დაეშვება, ხოლო ევროპული ფილიალის კოსმოსური ხომალდი მთვარის ჩრდილოეთ ნაწილში 2022 წელს დაეშვება.

ავტორ(ებ)ი : CNN

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ