დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ნიკა მელიას თქმით, სხვა პარტიებში კონფლიქტით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება 04.12.2020 15:33

ნიკა მელიას თქმით, მსგავსი კონფლიქტები სხვა პარტიებშიც მოხდარა, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, თუმცა ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება.

 

"ვიმედოვნებ, რომ ეს არის პარტიის შიდა პრობლემები, რომელიც არასწორ დროს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამობუყბუყდა ზედაპირზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ზურა ჯაფარიძის მიერ „გირჩის“ სხვა ლიდერებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„მჯერა, რომ “გირჩის” სიით გასული არცერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა. სამწუხაროა! მე თითოეულ წევრს ვიცნობ, პატივს ვცემ და მსგავსი კონფლიქტები მომხდარა სხვადასხვა პარტიებში მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობაში” სხვადასხვა ეტაპებზე, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება. სამწუხაროა, დასანანია, რომ მოხდა და მოხდა ახლა, მაგრამ ყველაფერი არის მოგვარებადი“, - განაცხადა მელიამ.

 

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ