დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ინფორმაცია, რომ 17 წლის გოგონა კორონავირუსით დაიღუპა, სიმართლეს არ შეესაბამება 04.12.2020 16:11

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 17 წლის გოგოს, რომელიც გარდაიცვალა, კორონავირუსი არ ჰქონდა.

 

„მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა დაიღუპა კორონავირუსით, ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ მოძიება, როგორც სასწრაფოს გამოძახების, ასევე ბრიგადის ადგილზე მისვლის შესახებ და გამოიკვეთა, რომ დაღუპული ახალგაზრდა არ იყო ინფიცირებული და არც ინფიცირებულის კონტაქტი იყო. როდესაც მსგავსი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მოსახლეობაში იწვევს პანიკას და საკმაოდ დიდ ზეწოლას და დარტყმას ექიმებზე, რაც მიმდინარე ვითარებაში არასწორია. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში წარდგენილი იყო კანონი, რომელიც რეგულირების სააგენტოს დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვას გულისხმობდა. რეგულირების სააგენტოა ვალდებული ყველა გადაცდომა შეისწავლოს და ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. დღესდღეობით, იმ შეზღუდული ინსტრუმენტებით, რომლებიც რეგულირების სააგენტოს გააჩნია, რეგულირების სააგენტო ყველა ფაქტს სწავლობს, რომელიც დაფიქსირებულია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელიც შექმნილია სპეციალურად კოვიდის მართვისთვის“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ