დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს თერმოსკრინინგის კამერები და პირადი დაცვის საშუალებები გადაეცა 04.12.2020 16:18

შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნომ (SEM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს COVID-19-თან საბრძოლველად 40 000 ლარის ღირებულების თერმოსკრინინგის კამერები და პირადი დაცვის საშუალებები გადასცა.

 

ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

„ეს ღონისძიება განხორციელდა IOM-ის პროექტის ფარგლებში „საქართველოს მთავრობის COVID-19-ზე რეაგირების მხარდაჭერა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“, რომელიც მიმდინარეობს შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ფინანსური მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ