დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვახტანგ გომელაურის თქმით, 112-ს 140-150 ოპერატორი კიდევ დაემატება 04.12.2020 16:28

140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 112-ში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.

 

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მათ არსებული პრობლემები განიხილეს.

 

„იცით, რომ მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა. ორი დღის წინ დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და ეს მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7-6-5 წუთზე. არის შემთხვევევები, როცა უნდათ ოჯახის ექიმთან დაკავშირება. გვინდა უფრო გავამარტივოთ თემა. გვინდა დავამატოთ ახალი ოპერატორები, გასამმაგებულია დღეს რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც იყო ჩეულებრივ რეჟიმში. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის და 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში. გადავიწყვიტეთ რომ სერვერები გავაძლიეროთ. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთოთ ეს,“- განაცხადა გომელაურმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ