დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჯანდაცვის მინისტრი: ექიმები და ჯანდაცვის სისტემა ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს 04.12.2020 16:38

ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში 1 დღით და 1 საათითაც არ შემწყვეტილა მუშაობა. 

 

„დრო ნამდვილად არ დაკარგულა, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროში 1 დღით და 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისთვის, რომ მომზადებული ვყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას ყველა გამოწვევას რომ ვუპასუხოთ“,-განაცხდა ტიკარაძემ.

 

მინისტრის თქმით, ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებისგან.

 

„არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთლიანად სახელმწიფოების გამოწვევაა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, რომელიც ჯერჯერობით იმყოფება ჩანასახოვან პერიოდში, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებიდან, იმისთვის რომ დროულად იქნეს ამოცნობილი ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე დროული რეაგირებაა საჭირო, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“,-აღნიშნა ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ