დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს 04.12.2020 17:14

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერდოღანი აზერბაიჯანში მომავალ კვირას გაემგზავრება.

 

„მომავალ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტს გავმართავ,“- განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

ცნობისათვის, ეს თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ