დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბადრი ჯაფარიძე: ჩვენს მეგობრებს წინადადებები გადავეცით, რათა „ქართულ ოცნებას“ გააცნონ 04.12.2020 17:43

ჩვენ დეტალური მოთხოვნები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, იმისათვის რომ "ქართული ოცნებას" გააცნოს ეს წინადადებები,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, თხოვნიდან გამომდინარე,  მოლაპარაკებების დეტალებს ვერ გაასაჯაროვებენ

 

"ქართულმა ოცნებამ" უნდა შემოგვთავაზოს საკუთარი ხედვა, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას. წითელი ხაზების დაწესება მოლაპარაკებებში კონტრპროდუქტიულია. შესაბამისად ჩვენ გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ საჭიროა პოლიტიკური შეთანხმება. ჩვენ მივეცით 7 პარტიის  მიერ შეთანხმებული, ერთიანი პოზიცია, კონკრეტული წინადადებით.  მათ უნდა გააცნონ ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" და მოგვცეს მათი ხედვა ყველა წინადადებაზე. მოლაპარაკების ძირითადი თემაა შეთანხმება და არა პარლამენტში შესვლა,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ