დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კობა ნაყოფია - ყველა წინადადება, რაც ელჩებს გადავეცით, ოპოზიციასთან შეთანხმებულია 04.12.2020 17:41

 

მინდა დაგამშვიდოთ, რომ ის წინადადებები, რაც ჩვენ დღეს, აქ, ელჩებს გდაეცათ, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებულია. ამ წინადადებების განხილვა დღეს, პოლიტსაბჭოზე მოხდა და ყველა საკითხი ცნობილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე პოზიციების გაცვლა მოხდა.

 

„ელჩებთან ჩვენი წინადადებები წერილობით მივიტანეთ. რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, მას დღეს  დაგეგმილი ჰქონდა სხვა საელჩოებთან შეხვედრები, რის გამოც ჩვენთან არ იყო. შემდეგ რაუნდზე, ჩვენთან ერთად, უკვე მასაც იხილავთ.

 

რაც შეეხება ჩვენი პარტიის პოზიციას, ფუნდამენტური  ცვლილებები აქ არ არსებობს და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ჩვენი მოსაზრებები იგივე რჩება“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ