დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ალეკო ელისაშვილი - ველოდებით ჩვენს შეთავაზებებზე "ქართული ოცნების" პასუხს 04.12.2020 18:02

ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვისაუბრებდით შეხვედრის დეტალებზე. კონკრეტული და შეჯერებული წინადადებით მოვედით, რასაც ელჩები ქართულ ოცნებას გააცნობენ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

 

მისი თქმით, ოპოზიცია შეთავაზებებზე  "ქართული ოცნების" პასუხს ელოდება.

 

"ველოდებით ჩვენს შეთავაზებებზე "ქართული ოცნების" პასუხს.  პრესკონფერენციით კი არა, არამედ იმ ფორმატით როგორც მიდის ეს საკითხი. "ქართული ოცნებისგან" კომპრომისს რომ არ ველოდებოდეთ, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები და არც ელჩები, რომ ამდენი დრო დაგვეკარგა.  უზარმაზარი დრო და რესურსია გამოყოფილი, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა წინ წავიდეს. დღეს, არის სწორედ წინ გადადგმული პატარა ნაბიჯი,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ