ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრას დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ დღეებში პარტიის წარმომადგენლებს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩებთან და მათ თავიანთი მოთხოვნების პაკეტი გააცნეს, სადაც გაწერილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს ახალ არჩევნებს და ცესკო-ს რეფორმირებას.
მისივე თქმით, ელჩებთან დიალოგის მესამე რაუნდს აუცილებლად დაესწრება.
ელჩებთან ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას არც „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge