გუშინ, 2020 წლის 3 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი). ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს. "მამა კირიონი დასვენებული იქნება ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, 2020 წლის 5 დეკემბერს, 14 საათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ-დიაკონ კირიონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და საძმოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერ-დიაკონი კირიონი", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge