დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ბავშვებს სჭირდებათ ეს - ისინი არ უნდა დათრგუნოს ამ მძიმე მდგომარეობამ - თუ ამას ახლა არ გავიაზრებთ, სავალალო შედეგებს რამდენიმე წლის შემდეგ ვნახავთ“ 04.12.2020 22:24

ბონდო მძინარაშვილის პოსტი:
ლენინგრადი ბლოკადაშია, ხალხი იხოცება, პურის დღიური ნორმა 125 გრამია... რა დროს ფილარმონია, სიმფონიური ორკესტრი და კონცერტია?! არადა, ასე იყო! არადა, საჭირო იყო ზუსტად იმ დროს და იმ გარემოებების გამო! დაკვირვებიხართ ალბათ, რომ ოჯახიდან, სადაც მიცვალებული ასვენია, გლოვის დღეებში ბავშვებს გაარიდებენ ხოლმე და სხვაგან მიჰყავთ. ალბათ იმაზეც გიფიქრიათ, რატომ არის ეს საჭირო და რატომ იქცევიან ასე. ალბათ იმასაც შესწრებიხართ, როგორ იღიმის ჭირისუფალი. ალბათ თქვენც გაგღიმებიათ დიდი მწუხარების ჟამს. და ასეთ დროს ყველა ვხვდებით, რატომ ხდება სწორედ ასე და არა სხვაგვარად. საახალწლო განათებებით ქალაქების მორთვაზე და ამის გამო ატეხილ აჟიოტაჟზე გამახსენდა. მე და ჩემზე უფროსი ასაკის ხალხს ან ცოტა უმცროსებს ნაკლებად, მაგრამ ბავშვებს სჭირდებათ ეს, ბავშვებისთვის არის, - ისინი არ უნდა დათრგუნოს ამ მძიმე მდგომარეობამ. გავიაზრეთ, ხომ კარგი. და თუ ამას ახლა არ გავიაზრებთ, სავალალო შედეგებს რამდენიმე წლის შემდეგ ვნახავთ. ჟურნალისტი, რომელიც სერბეთში მუშაობდა, იხსენებდა, რომ ბავშვები არ იღიმოდნენ. ასეთი სურათი იყო ჩეჩნეთში ომის დროსაც. ასეთი სურათები გვინახავს სირიაში საომარი მოქმედებების დროსაც. იცით, რატომ?
იმიტომ, რომ ეს ბავშვები ომის დროს დაიბადნენ, მაშინ, როცა ყველა ოჯახში ტრაგედია იყო და ყველა მწუხარებას მოეცვა. ამ ბავშვებს არასოდეს ენახათ გაღიმებული ადამიანი და არც იცოდნენ, როგორ უნდა გაეღიმათ! ეს ომის კვალია. მძიმე კვალი. რა, დღეს ომში ვართ?! რატომ აკეთებთ ძირითად სვლებს შავი ფიგურებით?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ