დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„ჩვენ არა მხოლოდ ჩინურ ექსპორტს ვატარებთ, არამედ, ჩინეთისკენ მიმავალ ტვირთებსაც - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დერეფანი ორმხრივად ამოქმედდა“ 04.12.2020 22:42

ბაქო-თბილისის-ყარსის ახალი სარკინოგზო მონაკვეთის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განვავითაროთ ლიჯისტიკა, ჩვენი სავაჭრო ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველი პრეცედენტი ჩნდება, როდესაც ამ რკინიგზის გავლით ჩინეთისკენ მიმავალი საექსპორტო ტვირთის გატარებაც ხდება შესაძლებელი.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ 2018 წლიდან მოყოლებული, რაც ამოქმედდა თუნდაც სატესტო რეჟიმში სარკინიგზო მონაკვეთი, უკვე დაახლოებით 400 ათასი ტონა ტვირთი გავატარეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველი პრეცედენტი ჩნდება, როდესაც ამ რკინიგზის გავლით, ჩვენ არა მხოლოდ ჩინურ ექსპორტს ვატარებთ, არამედ ჩინეთისკენ მიმავალ საექსპორტო ტვირთს. რადგან საუბარი არის თურქული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომელიც მიემართება ჩინეთისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ორმხრივად ამოქმედდა ჩვენი დერეფანი. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს დაახლოებით 300 ათასი ტონა ტვირთი გატარდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ ვუმასპინძლებთ ამ ახალ ტვირთს, რომელიც უკვე ჩინეთის მიმართულებით მიდის. ეს არის ნაწილი ალტერნატიული სარკინიგზო დერეფნის, რომელიც საბოლოო ჯამში აერთიანებს ევროპას და აზიას, ევროპას და ჩინეთს. ორივე ამ ქვეყნასთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს როლს, როგორც ლოჯისტიკურ და სავაჭრო ჰაბს, ჩვენს დერეფანში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ