დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

,,ეს დარტყმაა და შეარყევს ოპოზიციურ ერთობას - არ ვიცი, რატომ არ იყო დღევანდელ შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილი და ირმა ინაშვილი“ 04.12.2020 23:48

წარმოდგენა არ მაქვს რომელმა პუნქტმა შეიძლება დაგიტოვოს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან გარიგებას აპირებს. როგორ მოახერხა ირმა ინაშვილმა, რომ ამ საკითხისთვის ასეთი რაკურსი მიეცა ვერაფრით ვერ ვხვდები, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პატრიოტა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, ოპოზიციის მიერ შედგენილ წინადადებათა პაკეტში 2 პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს კი მათი გუნდი ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს. როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ირმა ინაშვილის განცხადება ოპოზიციურ ერთობას ,,ურტყამს" და დააზიანებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც შეიძლება შედეგამდე მიეყვანათ.

 

,,ეს დარტყმაა, რა თქმა უნდა, ეს შეარყევს ოპოზიციურ ერთობას, არ ვიცი რატომ არ იყო დღევანდელ შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილი და ირმა ინაშვილი. ინაშვილის ეს განცხადება და პოზიცია დააზიანებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც შეიძლება, რომ მივეყვანეთ შედეგამდე. რატომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ გარიგების მცდელობა იკითხება, გაუგებარია“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. მისივე თქმით, დღეს ელჩებს სთხოვეს, რომ მოლაპარაკებებზე განხილულ საკითხებზე საჯარო დისკუსია გაემართათ, რაზეც ელჩებმა უპასუხეს, რომ კიდევ რამდენიმე დღე უნდა შეეკავებინათ თავი საჯარო საუბრისგან.

 

„ჩვენ დღეს ელჩებთან მივედით და ვთხოვეთ მათ, რომ ხალხში არასწორი წარმოდგენები არ ყოფილიყო, თითქოს მართლაც ვიღაცასთან გარიგებას ვაპირებთ, ყველაფერი რაზეც დღეის აქეთ გვისაუბრია და რაც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, დაგვეწყო საჯარო დისკუსია. ორივე ელჩისგან იყო ძალიან გულითადი თხოვნა, რომ კიდევ რამდენიმე დღე შეგვეკავებინა თავი საჯაროდ საუბრისგან ამ დეტალებზე, რათა პროცესი არ დაზიანებულიყო. მათი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე იციან, რომ თუ ამაზე საჯაროდ საუბარს დავიწყებთ, პროცესი დაზიანდება და ვერანაირ შედეგამდე ვერ მივალთ. „ქართული ოცნების“ პასუხიც რამდენიმე დღეში გვეცოდინება და შემდეგ შეგვეძლება ამის შესახებ გახსნილად ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ