დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„წარმოიდგინეთ ეს პროცესი დინამიკაში? ესენი კი უტიფრად აცხადებენ სახელმწიფოს და ჯანდაცვის სისტემის გულგრილობის შესახებ - თქვენ ხალხი ხართ?!“ 05.12.2020 00:31

ამირან სალუქვაძის პოსტი:
ამ დღეებში ვუსმენდი პოლიტიკური პარტიების ექიმებს, გვარებს არ დავასახელებ. ყველა პარტიას ჰყოლია ექიმები. 112-ს პროგრამა ჩავარდაო, ოჯახის ექიმის პროგრამა ჩავარდაო, სასწრაფოები ვერ ასწრებენო...
ვინმეს გიფიქრიათ, ქვეყანაში 112-ს რამდენი ოპერატორი უნდა გყავდეს, რამდენი ოჯახის ექიმი, რამდენი სასწრაფოს უკიპაჟი, ამხელა ნაკადებს რომ მოერიოს?
დღეს გამოვლინდა 5000 შემთხვევა. 5000 დღევანდელ დაინფიცორებულს უნდა დაურეკონ, სათითაოდ და მოემსახურონ. გუშინაც ხომ რამდენიმე ათასი იყო? შესაძლოა გუშინ ყველასთან ვერ მოასწრეს დარეკვა. ე.ი. გუშინდელს დღევანდელი დაემატა და ა.შ.
სხვათაშორის, შსს 150 ოპერატორს ამატებს.
წარმოიდგინეთ ეს პროცესი დინამიკაში? ამ ათასობით დაინფიცორებულს გარდა, სხვა უამრავი ადამიანი რეკავს 112-ში, იძახებს სასწრაფოს, სხვა ავადმყოფობების გამო მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს და ა.შ.
ამ პატარა ქვეყანაში ასეთი დაძაბული მუშაობა გრძელდება თვეების მანძილზე. ესენი კი უტიფრად აცხადებენ სახელმწიფოს და ჯანდაცვის სისტემის გულგრილობის შესახებ. თქვენ ხალხი ხართ?!
რომელიმე თქვენგანი თუ გამოსულხართ, თუ მოგიწოდებიათ წესების დაცვისკენ, განსაკუთრებით, როცა ხალხმრავალ აქციებს აწყობდნენ თქვენივე თანაპარტიელები? იქნებ თავად ატარებდით რაიმე განმარტებით სამუშაოებს, ეხმარებოდით ჯანდაცვას?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ