დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ასეთი ნაშოვნი ფული როგორ უნდა მიიტანოთ ოჯახში - მიმიფურთხებია თქვენი დიპლომებისა და კაცობისათვის, თქვენ რა ადამიანები ხართ!" 05.12.2020 00:51

გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი, სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადვოკატებს მიმართავს, ვინც დამნაშავეებს იცავს და მათ გამართლებას ცდილობს:

 

 

„გი, შენი მკვლელების ოჯახი და ადვოკატები, მკვლელების უდანაშაულოდ გამოცხადებას ითხოვენ და აქეთ იერიშზე არიან. ძალიან დაგვღალეს, თავიაანთი არაადამიანობითა და პროვინციული განცხადებებით! ან ასეთი ნაშოვნი ფული როგორ უნდა მიიტანოთ ოჯახში, ერთადერთი უდანაშაულო, ჩემი მამიდაშვილი იყო და ისიც მიწაში წევს. ამ ბავშვის ცოდვა ყველას კისერზე იყოს, სამართალს ვერ გაექცევით, ღმერთი მაღალია. მკვლელების მშობლებსა და ადვოკატებს მივმართავ! Beka Nemsitsveridze ვასილ მამულაშვილი Giorgi Gelkhauri სულ რომ სიკვდილის ფასად დაგვიჯდეს, ამ უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს არავის შევარჩენთ! გამწარებული მშობელი არ გინახავთ როგორია და ისე იზამთ ციხე სანატრელი გაგიხდებათ. ძალიან მწარეა, საღსალამათ ბავშვს რომ გაუშვებ და კუბოთი მოგიყვანენ, ვერ ეფერები, ვერ კოცნი და ცივ მიწას აბარებ. მიმიფურთხებია თქვენი დიპლომებისათვის და კაცობისათვის, თქვენ რა ადამიანები ხართ!" - წერს შაქარაშვილის ნათესავი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ