დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ნატოს მინისტერიალი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის - საქართველოს კავშირი ნატოსთან სწრაფად უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე“ 05.12.2020 01:17

ნატოს მინისტერიალი იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მის შედეგებს მოკლევადიან მონაკვეთში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი ახალი რეალობისათვის, რომელიც ჩნდება ევროატლანტიკურ სივრცეში, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა გადაცემა „ფეისბურგში“ განაცხადა.

 

„ეს არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და მისი ნატოელი მოკავშირეების ურთიერთობა, რომლის კონტექსტშიც, საქართველოს კავშირი ნატოსთან ძალიან სწრაფად უნდა გადავიდეს ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. აქ წამყვანი არის საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ის პროგრესი, რაც გვაქვს ნატოსთან მიმართებაში. ერთმანეთისგან რომ გავყოთ ხმაური და სიგნალი, როგორც ამბობენ ხოლმე ხმაურიან პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, იმავდროულად ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სინამდვილეში რა კეთდება საქმიანი კონტექსტით, რეალობაში ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დიდი პროგრესია და სწორედ ეს მინისტერიალი იყო პროგრესის კიდევ ერთი დადასტურება. ახალი ნაბიჯის გადადგმა, როგორც რიტორიკულად, ასევე რეალური საქმის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ