დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ორთაჭალაში საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია 05.12.2020 10:10

თბილისში, გორგასლის მიედნიდან 300 არაგველის ხიდამდე საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. დედაქალაქის მერიის ცნობით, მსგავსი შეზღუდვა 13 დეკემბრამდე იქნება ძალაში. 

უწყების ცნობით, თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ