დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ მყვინთავების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა 05.12.2020 10:35

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (RoAid), პროექტის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ფარგლებში შემოთავაზებული მხარდაჭერა 2020-2023“ ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მყვინთავების თანამედროვე პაკეტი გადასცა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკეტი მყვინთავების ინდივიდუალური აღჭურვილობის ხელსაწყოებსა და აქსესუარებს, ასევე, წყალქვეშა უსადენო საკომუნიკაციო სადგურებს მოიცავს.

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მჭიდროდ თანამშრომლობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ