დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 306 ადამიანი 05.12.2020 11:02

საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 158 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 129 210 გამოჯანმრთელდა, 1 462 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 51 262 პირი.

6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 899 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 13 779 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ