დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

აქტივისტებმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან აქცია გამართეს 05.12.2020 13:24

"მიპასუხე", "სისტემა გაჭედილია", "ნუ გვწირავთ სიკვდილისთვის" - აქტივისტებმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან აქცია გამართეს. 

 

მათ ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობა გააპროტესტეს - საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი 112 ზარებზე პასუხს აყოვნებს, ხოლი იმ შემთხვევაში, თუ მათ უპასუხეს, მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე რამდენიმე საათის შემდეგ მიდიან ან ვერ მიდიან. 

 

"ვხედავთ, რომ ადამიანები არიან გასაჭირში, 112 კი ზარებს არ პასუხობს. ვხედავთ, რომ სისტემა ჩამოშლილია. ჩვენ მოვედით, რათა ეს გავაპროტესტოთ". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ