დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

დავით ჭიჭინაძე - ოპოზიციაში შეთანხმებული პოზიციაა: არჩევნები გაყალბდა და „ოცნებამ“ ძალაუფლება მიითვისა 05.12.2020 14:02

„დღეს ოპოზიციაში ერთობლივი და შეთანხმებული პოზიციაა - არჩევნები გაყალბდა და „ოცნებამ“ ძალაუფლება მიითვისა”, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია შევა თუ არა, 2024 წლამდე ეს პარლამენტი მაინც ვერ გაძლებს.

 

“ თუ ვინმე ახლა ამის „გაპრავებას“ შეეცდება, ეს პირველ რიგში „გამპრავებლის“ პრობლემა გახდება. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური კრიზისია, საზოგადოებაა მოტყებული. „ოცნებას“ აქვს ძალაუფლება და აღარ აქვს მართვის თავი, ანუ, არსებული სისტემური, სტრუქტურული კრიზისის გამო, ყველაფერი ისეა გამოშიგნული, ვერავინ შეძლებს მის მართვას, არათუ მართვის უუნარო, ერთ მცირე ბირთვად დარჩენილი „ოცნების“ ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს.

 

პოლიტიკა 2019 წლის ნოემბრიდან პრაქტიკულად ქუჩაშია გადასული, მთავრობის სხდომებზე კი, მართვის მაგივრად, ერთმანეთს ბოთლებს ესვრიან. ასე, რომ ვინც ამ ყველაფრის „გაპრავებას“ და „ოცნების“ პირადი ოპოზიციის თამაშს შეეცდება, „ოცნების“ ხელისუფლების შირმად იქცევა და ისევ „ქართული ოცნებისგან“ მოუწევს შეურაცხყოფის ატანა, თუმცა, ოპოზიცია შევა თუ არა, 2024 წლამდე ეს პარლამენტი მაინც ვერ გაძლებს”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ