დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„მოდი ხალხს ვკითხოთ - პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე“ 05.12.2020 16:54

„მინდა მკაფიოდ განვსაზღვრო ერთი რამ - ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ, ჩვენს დოკუმენტში ასევე ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პლებისციტი ვერ ჩაანაცვლებს რიგგარეშე არჩევნებს.

 

„ჩვენს კოლეგებს გავაცანით ის პაკეტი, რაც ელჩების საშუალებით შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ და წერილობით ველოდებით პასუხს. ბუნებრივია, სხვადასხვა პუნქტთან დაკავშირებით იყო მსჯელობები. ელჩების თხოვნით, მე ვერ ვიტყვი მოთხოვნები რა არის. მე ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ. პლებისციტი რა არის? ეს არის, როდესაც არის ჩიხი, მოდი ვკითხოთ ხალხს. ის ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი, ეს კარგად მინდა განვმარტო. პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ თქვას - მოდი ხალხს ვკითხოთ. დეტალიზაციას მე აღარ გავაკეთებ და დაველოდები ორ სამ დღეს, როდესაც ფორმალურად გვექნება პასუხი. მინდა მკაფიოდ განვსაზღვრო ერთი რამ - ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ჩვენს დოკუმენტში ასევე ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე. ეს ერთ-ერთი შუალედური გზა შეიძლება იყოს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი არსებობს, როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახები და გამოსავალი არ არის, უნდა გაიხედო გვერდით და თქვა - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს“, - განაცხადა უგულავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ