დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„მთავარი თემა, რიგგარეშე არჩევნები, არის მიუღებელი არა თუ ჩვენთვის, იმ ვითარებისთვისაც, რაც მსოფლიოშია შექმნილი“ 05.12.2020 17:16

რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით არის მიუღებელი არათუ ჩვენთვის, იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო, მსოფლიოშია, შექმნილი,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ გუშინ გაკეთებულ შეთავაზებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას ამჟღავნებს და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება.

 

„ყველაფერი ცნობილია, რასაც ოპოზიცია მოითხოვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერ საზოგადოებას, გავხედოთ რა ხდება რეგიონში და შევაფასოთ სიტუაცია. პირველი საკითხი, რომელსაც აყენებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები - არჩევნები არ გაყალბებულა, საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას. მეორე მხარეს არის პოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, უკავშირდება კოვიდის გავრცელების ინტერესსა და ეკონომიკურ რყევას, ზუსტად იგივე ინტერესები აქვს კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა რეგიონში და კიდევ გეგმავს მომავალ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო აფასებს ამ სიტუაციას და არა მარტო ჩვენ. ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი საზოგადოების მიმართ, და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება. წერილობით იქნება ეს წინადადება თუ არ იქნება წერილობით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც ეხება არჩევნებს სტაბილურობას, კოვიდვითარებას და ამის კავშირს იმ ვითარებასთან, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქმნიან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეიძლება დავაფიქსიროთ, მაგრამ მთავარი თემა, რაც არის რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით, არის მიუღებელი არა თუ ჩვენთვის, მიუღებელია იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო მსოფლიოშია შექმნილი,“- განაცხადა ვოლსკიმ.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალის ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაანალიზებენ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. „მძიმე ტვირთად აწევთ ჩვენს ოპონენტებს, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმ განცხადებების წინაშე, რაც გააკეთეს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბოლო პერიოდში, ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ოპონენტებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და გაითვალისწინებენ იმ სიტუაციას, რომელიც საქართველოშია შექმნილი და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ