დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თურქეთში, გაზფხულის შემდეგ პირველად, სრული ლოკდაუნი ამოქმედდა 05.12.2020 17:29

თურქეთში მაისის შემდეგ პირველად, სრული ლოკდაუნი ამოქმედდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 83-მილიონიან ქვეყანაში, ერთ დღეში 32 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან უსიმპტომოებიც, ეს პანდემიის დაწყებიდან, მარტიდან დღემდე ყველაზე დიდი რიცხვია. თურქულმა ტელევიზიამ ცარიელი სკვერებისა და ქუჩების კადრები გაავრცელა, რომელიც დედაქალაქ სტამბოლსა და იზმირშია გადაღებული. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ადამიანების უმეტესობა წესებს ემორჩილება. თურქეთი ამ დროისთვის მეოთხეა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობით, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა შაბათ-კვირას სრული ლოკდაუნის დაწესების შესახებ 30 ნოემბერს განაცხადა. კვირის სხვა დღეებში კი კარანტინი იმოქმედებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ