დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში" - 10 საუკეთესო მოხალისე გამოვლინდა 05.12.2020 17:52

ახალგაზრდობის სააგენტომ, UNICEF-თან და Helping Hand-თან ერთად, „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში" 10 საუკეთესო მოხალისე გამოავლინა. ახალგაზრდობის სააგენტომ, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონლიან ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა, UNICEF –ის წარმომადგენელმა საქართველოში, დოქტ. ღასან ხალილმა და „ჰელფინგ ჰენდის" ხელმძღვანელმა თინათინ მესხმა, პროექტის „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში" ფარგლებში გამარჯვებული მოხალისეები 5 თემატური მიმართულების ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინეს და მათ ონლაინ სერტიფიკატებს გადასცემენ.

 

„აღნიშნული პროექტი ერთობლივად ხორციელდებოდა „ჰელფინგ ჰენდისა“ და სააგენტოს მიერ და მოხალისეობრივი პროგრამების დანერგვისა და ახალგაზრდებსა და მოზარდებში მოხალისეობის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში სულ 200 მოხალისე გადამზადდა, რომლებიც დღემდე ახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. მოხალისეობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდისა"–სა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში UNICEF გაიმართება, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობის წარმატებული მაგალითს“,-აღნიშნავენ ახალგაზრდობის სააგენტოში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ