დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ქართველების ტრიუმფი - ილია თოფურიამ და რომან დოლიძემ UFC-ში მორიგი გამარჯვება იზეიმეს 06.12.2020 14:08

ილია თოფურიამ UFC-ში რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა. 23 წლის ქართველმა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა 32 წლის ამერიკელი დეიმონ ჯექსონი. ილია თოფურიას ამერიკელი მებრძოლის დასამარცხებლად ორი წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა. ჯექსონმა უძლიერესი დარტყმების შესანიშნავ კომბინაციას ვერ გაუძლო და ნოკაუტში აღმოჩნდა. 

 

რომან დოლიძემ კი ბრაზილიელ ჯონ ალანს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო. დოლიძე აშკარა უპირატესობას სამივე რაუნდის განმავლობაში ფლობდა და ერთ-ერთი მსაჯის, კრის ლის გადაწყვეტილება, რომ ბრაზილიელისთვის მიეცა მოგება ufc-ის კომენტატორებისთვისაც უცნაური და მოულოდნელი გამოდგა. თუმცა, ქართველი მებრძოლის უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ გამარჯვებულად, რა თქმა უნდა, რომან დოლიძე გამოაცხადეს.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

 


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ