დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„თქვენი ჟურნალისტები ყოფილან თურმე მაგ სუფრაზე და მე მაბრალებდით?“ 06.12.2020 19:20

ჟურნალისტი და ბიზნესმენი ლალი მოროშკინა ტელეკომპანია “ფორმულა”-ს, გადაცემა “შაბათის ფორმულა”-ში გასული სიუჟეტის გამო უჩივის. იგი აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს და აცხადებს: 

 

„გიორგი ცხადაძე და სოფო ბათილაშვილი სიღნაღში იმ სუფრაზე, რომელზეც "ფორმულა" ალაპარაკდა. კი მაგრამ თქვენი ჟურნალისტები ყოფილან თურმე მანდ და მე მაბრალებდით? აი, რა გავაკეთო?“ - წერს ლალი მოროშკინა.
„ფორმულამ“ მოამზადა სიუჟეტი: „მაჰათმა განდის 151-ე დაბადების დღე სიღნაღში და სხვა აბსურდული მიზეზები, რომელთა აღნიშვნაც ჩვენი ფულით ფინანსდება - სმა, ჭამა და დროს ტარება ბიუჯეტის ფულით! როგორ გამოიყურება კახელი მერებისა და საკრებულოს წევრების მსუყე მენიუ“, აცხადებს გადაცემის წამყვანი. სწორედ ამ სიუჟეტს გამოეხმაურა ლალი მოროშკინა და განაცხადა, რომ მან ფორმულას ჟურნალისტს ნახევარსაათიანი ინტერვიუ მისცა, სადაც დაწვრილებით აუხსნა, ამ ღონისძიებას, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა, არაფერი ჰქონდა საერთო ბიუჯეტთან და მერიებთან. ტრადიციულად, განდის დაბადების დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომელსაც მოროშკინას მეგობარი ირაკლი კაკაბაძე ხელმძღვანელობს და თავადვე აფინანსებს. მოროშკინამ მხოლოდ საკუთარი სასტუმრო დაუთმო უსასყიდლოდ, რადგან როგორც ბევრს, დღეს ირაკლი კაკაბაძის ორგანიზაციასაც უჭირს. ტელეკომპანიამ კი ეს განმარტებები ეთერში არ გაუშვა და ბრალი დასდო ბიუჯეტის სახსრების უკანონო გამოყენებაში. „მოლხენა ყოველთვის კარგია, მეგობრობა, სიმღერა და ერთობა-კარგია!!! ბრალად არ უნდა გდებდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ სუფრაზე არ ყოფილხარ!“, წერს მოროშკინა. 
იგი ასევე აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ პროკურატურას გადაეცემა. ამისთვის მოროშკინამ უკვე მიმართა საკუთარ ადვოკატს. ის აპირებს ტელეკომპანიას ცრუ ბრალდებებისთვის ბოდიში მოახდევინოს.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ