დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა 07.12.2020 12:02

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა. ასეულს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე და შტაბის უფროსი მაიორი თენგიზ გობაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

 

ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერისშტაბის ბაზაზე მისიას აშშ- სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ქართველი სამხედროები მისიის ფარგლებში ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.

 

მშვიდობისმყოფელთა ასეულმამტკიცე მხარდაჭერისმისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ