11:16 09.12.2020
ავსტრალიაში ხანძრებს გადარჩენილი პაწაწინა ოპოსუმი იპოვეს

ავსტრალიაში გაჩენილი მძლავრი ხანძრების შემდეგ კენგურუების კუნძულზე ცეცხლმა ტყის საფარის ნახევარზე მეტი გაანადგურა. ეკოლოგები შიშობდნენ, რომ ხანძრის შედეგად, შესაძლოა, პაწაწინა ოპოსუმების პოპულაცია მთლიანად გამქრალიყო, თუმცა ისინი სასიამოვნო აღმოჩენის მომსწრე გახდნენ. 

 

დამანგრეველი ხანძრებიდან ერთი წლის თავზე ეკოლოგებმა ტყეში ცეცხლს გადარჩენილი ერთი პაწაწინა ოპოსუმი აღმოაჩინეს. სპეციალისტებს იმედი მიეცათ, რომ ჯუჯა ჩანთოსანი ძუძუმწოვრების ეს მინიატურული სახეობა ისევ გამრავლდება ავსტრალიაში.

 

 

ოპოსუმი პატარა ჩანთოსანი ცხოველია, რომელიც მხოლოდ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში ცხოვრობს. ის ისეთი პატარაა, რომ ადამიანის ცერა თითზე ეტევა. პოსუმი 6-დან 80 გრამამდე იწონის. მისი სიგრძე 6-12 სანტიმეტრია და ამავე სიგრძის კუდი აქვს. 

 

 




ავტორ(ებ)ი : BBC