არასამთავრობოები თხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყონ ირაკლი ბებუას გადმოცემის პროცესს

EMC აცხადებს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუასთვის . სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს

ორგანიზაცია ამბობს, რომ შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ირაკლი ბებიას ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას

ორგანიზაციები EMC და უფლებები საქართველო თხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებსგამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური ზომა, რათა ხელი შეუწყონ ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის პროცესს. ასევე, უზრუნველყონ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გალში აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე დააკავეს. ირაკლი ბებუას თქმით, ეს ქმედება იყო პროტესტის გამოხატვის სიმბოლურ ფორმას აფხაზებისა და ქართველების დაყოფის ფაქტთან დაკავშირებით.

EMC და უფლებები საქართველო ხაზს უსვამენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის იურისპრუდენციაში მსგავსი ქმედება გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ექცევა.

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პოლიციამ, სახლის ჩხრეკის დროს ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ირაკლი ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ირაკლი ბებუა ბრალდებას უარყოფს

ორგანიზაციების შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის უწყებების მიზანი მისთვის ბრალის და მოსალოდნელი სასჯელის დამძიმება იყო. ბებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. დაახლოებით ორ თვის შემდეგ, 2020 წლის 7 დეკემბერს გალის რაიონულმა სასამართლომ მოსამართლე დენის აშუბას თავმჯდომარეობით ირაკლი ბებუას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას მსჯავრი დასდო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 217- მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა), 164- მუხლის მე-2 ნაწილის ( (სხვისი ქონების განზრახ განადგურება) და 334- მუხლის (სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა) საფუძველზე და სასჯელთა შეკრების წესით მას 9 წლით თავისუფლების  აღკვეთა და და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 15 დღის ვადაში შესაძლებელია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში.

EMC და უფლებები საქართველო საყურადღებოდ მიიჩნევენ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან მას ჯერ კიდევ დაკავებამდე გამოხატული ჰქონდა ქრონიკული დაავადებები

"ადამიანის უფლება ევროპული სასამართლოს განმარტებით, მაშინაც კი, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს არა აქვს შესაძლებლობა, ხელისუფლება განახორციელოს თავისი ტერიტორიის მთლიან ნაწილზე de facto არსებული სიტუაციის გამო, როგორიც წარმოიქმნება სეპარატისტული რეჟიმის შექმნის შემთხვევაში, თუ მისი ტერიტორიის მეორე სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო ოკუპაციის შემთხვევაში, ამით კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია არ წყვეტს მოქმედებას ტერიტორიის ასეთ ნაწილზემიუხედავად ამისა, ასეთი ფაქტობრივი სიტუაცია ამცირებს აღნიშნულ იურისდიქციასხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პოზიტიური ვალდებულებით მოწმდება. სასამართლოს თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უნდა ეცადოს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში სამართლებრივი და დიპლომატიური საშუალებებით, გააგრძელოს კონვენციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. მართალია, სასამართლოს არა აქვს უფლება, მიუთითოს სახელმწიფოებს და ხელისუფლების ორგანოებს, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს განხორციელებული იმისათვის, რომ ყველაზე ეფექტურად შესრულდეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, მაგრამ სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რომ ღონისძიებები შესაფერისი და საკმარისია კონკრეტულ საქმეში

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებითუფლებები საქართველოდა EMC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

გამოიყენოს ყველა გონივრული პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა ზომა უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის მიზნით. მათ შორის, ეს საქმე გახადონ ჟენევის მოლაპარაკებებისა და სხვა არაფორმალური პოლიტიკური კომუნიკაციის ფარგლებში პრიორიტეტული განხილვისა და გადაწყვეტის საგანი;

ირაკლი ბებუას პატიმრობის პერიოდში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ხელმომწერები ორგანიზაციები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას ირაკლი ბებუას უფლებების დასაცავად გამოიყენონ როგორც  ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები". - წერია განცხადებაში

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019