დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

თეონა აქუბარდია: საქართველო უნდა იყოს დასავლეთის მთავარი დასაყრდენი რეგიონში 09.12.2020 14:06

"შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“ -  ასე შეაფასა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიააშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების  საკითხი.

 

აქ გამოკვეთილია 2 მიმართულებ. ერთი არის უშუალოდ თავდაცვის ძალების გაძლიერება იმ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და მეორეს მხრივ ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება“ - განაცხადა   აქუბარდიამ.

 

მისი თქმით,  ის რომ საუბარი არის დაწყებული და განახლებული საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე და ჩვენი მეგობრები რომლებიც ამას ააქტიურებენ არის მნიშვნელოვანი ელემენტი განსაკუთრებით იმ ვითარებიდან გამომდინარე რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებას მოჰყვა, მაშინ როდესაც ვხედავთ რუსეთის გაძლიერებულ სამხედრო ყოფნას ჩვენს  მეზობელ 2 ქვეყანას შორის. „საქართველო უნდა იყოს მთავარი დასაყრდენი დასავლეთის ესეც ცხადაია," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს და ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ