საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს(JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ხოლო ნატო-ს მხრიდან გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის (ჟFთჩ) მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ადამ იოკსმა. ხელმოწერის ცერემონიალი, პანდემიის გამო დისტანციურად - საქართველოსა და პოლონეთში, ქალაქ ბიდგოშში გაიმართა.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC –ის, როგორც NATO -სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას. პარტნიორობის შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და მრავალეროვნული ბრიგადისა და შენაერთების დონის სიმულაციურ სწავლებებზეა ფოკუსირებული.
ჟFთჩ-თან პარტნიორობა შესაძლებელს გახდის საქართველოში NATO -სთან აფილირებული, წვრთნებისა და შეფასების ცენტრის არსებობას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე NATO -ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით და განახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების, NATO -ს და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას. აღნიშნული შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი ნატო-ს არსებობას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) ხელმძღვანელობით JTEC -ში შეიქმნა 5 პოზიცია, რომელიც მუდმივად დაკომპლექტებული იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ნატო-სთან თავსებადობას.
ჟთEჩ-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC -ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წარმმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად. მენტორული ურთიერთობების ფარგლებში, ნატო-ს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წელს საქართველოში ჩატარდა NATO-Georgia Exercise 2019. სწავლების ფარგლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის სტატუსი მიენიჭა, რაც JTEC -ისა და JFTC -ის თანამშრომლობის ახალ, პარტნიორობის ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge