დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული RSM-ის გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა 13.12.2020 11:39

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირად შემადგენლობას დახვდნენ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი.

 

სამხედრო მოსამსახურეებმა გერმანიაში გადასროლისწინა სწავლება ხუთი თვის განმავლობაში გაიარეს. მათ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს.

 

გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, მათ შესაბამისი მომზადება საქართველოში გაიარეს.

 

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ